“მზიური გარდენსის” ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პირველი პირდაპირი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში, რომელსაც ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს.
სწორედ ინვესტორი კომპანიის მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს პროექტის მაღალი სტანდარტით მშენებლობას და შემდგომ ოპერირებას.
უნიკალური ბუნებრივი პირობების, თერმული წყლების და მიკრო-კლიმატის გამო, ინვესტორის და დამფუძნებლების მიერ პროექტის განხორციელებისთვის შეირჩა ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიორია.
ზღვისპირა, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, განთავსებულია 15 000 კვ.მ -ზე. რეკრეაციით, ბავშვებისთვის ადაპტირებული ზონებით, კერძო პარკირებით, კეთილმოწყობილი სანაპირო ზოლით, სპორტული მოედნით, გარე და დახურული აუზით, სპა ცენტრით, კვების ობიექტებით.
ასევე "მზიური გარდენსში" განთავსდება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო ბრენდი Crown Plaza, რომელიც მაღალი სტანდარტების მომსახურების სერვისებს შესთავაზებს კომპლექსის მაცხოვრებლებს.
მომხმარებლისთვის, პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ის ფაქტი, რომ "მზიური გარდენსში“, აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით.
"მზიური გარდენსის“ ზღვისპირა აპარტამენტები - თქვენი გონივრული ინვესტიცია