საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი - ბათუმი - უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცენტრია მთელ შავი ზღვის რეგიონში. ევროპული ქუჩებითა და მოედნებით, ძველი და ახალი არქიტექტურის ნაზავით, ისტორიული პორტით, უნიკალური ბოტანიკური ბაღით, ზღვისპირა ბულვარით, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებით, კაფე-ბარებითა და რესტორნებით ბათუმი თანამედროვე საქართველოს სახეა.
აღსანიშნავია ის, რომ 2025 წელს ბათუმი“ World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა და გაიმარჯვა ნომინაციაში “ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართლება ყველა სეზონზე”.
Hotel Indigo Batumi Old Town არის Mziuri Development-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ჰოსპიტალიტეტის ახალ სტანდარტს აყალიბებს.
IHG Hotels & Resorts ქსელის ნაწილი, Hotel Indigo® ცნობილია ბუტიკური კონცეფციით, სადაც თითოეული ობიექტი უნიკალურად არის შთაგონებული მისი უბნის ხასიათითა და კულტურით.
როგორც პირველი Hotel Indigo საქართველოში, ბათუმის ოლდ თაუნის ლოკაცია აერთიანებს ქალაქის ისტორიულ ხიბლს თანამედროვე, დახვეწილ სტილთან და სტუმრებს სთავაზობს ავთენტურ, დასამახსოვრებელ გამოცდილებას, რომელიც სრულად ასახავს ბათუმის უნიკალურ სულს