9 აგვისტო, 2021
ბათუმში, კურორტ მახინჯაურში, ბოტანიკურ ბაღთან ახლოს, ზღვის პირას, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მზიური გარდენსი შენდება. მისი სარეკრეაციო სივრცე 12 000 კვ.მ მოიცავს, მთლიანობაში კი ზონა 15 000 კვმ-ია. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ათწლეულების წინ, ცნობილი ბალნეოკურორტი მზიური იყო განთავსებული.
როგორც ცნობილია, მახინჯაური ჰიფსომეტრიულად არის განლაგებული ზღვის დონიდან 15-100 მეტრზე, აქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში სხვადახვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. 2019 წლიდან მოყოლებული, მზიური ახალ სიცოცხლეს იძენს და საცხოვრებელი და სასტუმრო სივრცის გარდა, სამკურნალო და დასასვენებელ სერვისებსაც შესთავაზებს განტვირთვის მსურველებს.აღსანიშნავია, რომ ეს არის ბრიტანული ინვესტიცია აჭარაში, რომელსაც კომპანია MRMU International ახორციელებს. სწორედ ინვესტორი კომპანიის კვალიფიციურობა განაპირობებს პროექტის მაღალი სტანდარტით მშენებლობას და შემდგომ ოპერირებას.
გამაჯანსაღებელი გარემო, დაცული ტერიტორია, წვდომა კომპლექსში შემავალ 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, CROWNE PLAZA-ს სერვისებთან და რაც მთავარია, ბინაში ჩადებული ინვესტიციის 5 წელში უკან დაბრუნების შესაძლებლობა – ეს მზიური გარდენსის“ შეთავაზების მხოლოდ ნაწილია. რა გამოარჩევს მზიური გარდენსს“ და რას სთავაზობს ის ინვესტირების მსურველებს, ამ საკითხებზე თეონა გიორგაძე, კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი გვესაუბრა.
M: როგორ მოიზიდეთ ბრიტანული ინვესტიცია?
საქართველოში ინვესტირებით ძალიან ბევრი კომპანიაა დაინტერესებული მისი რესურსების პოტენციალიდან გამომდინარე. თავად ბრიტანული კომპანია MRMU INTERNATIONAL ამ პროექტის განვითარების უდიდესმა შესაძლებლობამ დააინტერესა, რადგან აპარტამენტების გარდა, აქ განთავსდება საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Crowne Plaza და ამასთან ერთად აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტიც აღდგება. სწორედ ამ კომპანიის ხელშეწყობით, მზიური გარდენსში’’ აჭარაში პირველი ბრიტანული ინვესტიცია ჩაიდო. მშენებლობა 2019 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაო პროცესი, პანდემიის პირობებშიც კი, ერთი დღითაც არ გაჩერებულა.
M: ვისთვის არის საინტერესო აპარტოტელში ინვესტირება და რა სერვისებით ისარგებლებენ აპარტამენტების მფლობელები?
XXI საუკუნეში აპარტოტელების მიმართულება საკმაოდ ტრენდული გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრს ურჩევნია საოჯახო დასვენებისთვის პირადი სივრცე აპარტამენტების სახით ჰქონდეს, ვიდრე სასტუმროს ნომრის სახით. “მზიური გარდენსის“ აპარტამენტების შეძენა არის საუკეთესო ინვესტიცია, რადგან წლის ოთხივე სეზონზე იქნება დატვირთული ბალნეოლოგიური მიმართულებიდან გამომდინარე, აქ იქნება ისეთი გამაჯანსაღებელი სერვისები, როგორიცაა: სპა, ფიტნესი, დეტოქსი, ბალნეოთერაპია. თავად აპარტამენტების მფლობელებს Crowne Plaza-ს სერვისებზე სრული წვდომა ექნებათ.
ამის გარდა, ინვესტიციით არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც ინტერესდებიან, რადგან კომპლექსი 5 წუთის სავალზეა ბათუმიდან, რომელსაც წლის განმავლობაში მილიონამდე ტურისტი სტუმრობს და შავი ზღვის მარგალიტს წარმოადგენს. ამავე დროს, ის მოშორებულია ქალაქის ხმაურს, ასევე ზღვისა და მთის კლიმატის ერთბობლიობა იძლევა უსასრულო განტვირთვისა და მრავალფეროვანი დასვენების შესაძლებლობას.
M: რით არის Crown Plaza-ს ბრენდისთვის საინტერესო ეს პროექტი?
საერთაშორისო სასტუმროების ხუთვარსკვლავიანი ქსელი Crowne Plaza გვხვდება ისეთ განსაკუთრებულ ადგილებში, სადაც არის, როგორც ტურისტული პოტენციალი, ასევე, ბუნების მრავალფეროვნება. Crowne Plaza-სთვის ზუსტად ასეთი ადგილია „მზიური გარდენსი’’, ადგილი, სადაც 21-ე საუკუნის მულტიფუნქციური საცხოვრებელი და დასასვენებლი კომპლექსი შენდება.
M: როგორი იქნება „მზიური გარდენსის“ ბალნეოლოგიური კურორტი და რა მნიშვნელობა აქვს მას, სამედიცინო, ეკონომიკური თუ ტურისტული თვალსაზრისით?
„მზიური გარდენსის’’ ბალნეოლოგიური კურორტი გულისხმობს, რომ აქ იქნება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ განკუთვნილი თერაპიები და გამაჯანსაღებელი წყლები, ასევე დეტოქს მიმართულებაც. ეს სერვისები სასტუმრო CROWNE PLAZA-ს დამსვენებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თავად აპარტამენტების მფლობელები სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.
ბალნეოლოგიურ კურორტს სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა კუთხეში უკვე არის ბალნეოლოგიური მიმართულება, აჭარაში კი, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმროს სახით წარმოდგენილი. კურორტი მახინჯაური ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან იყო ცნობილი ბალნეოლოგიური მიმართულებით. ევროპის ქვეყნებიდანაც ჩამოდიოდნენ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. სამომავლო გეგმებიც მას უკავშირდება.
M: მზიური გარდენსის არქიტექტურულ ღირებულებასა და მშენებლობის ხარისხზე გვიამბეთ…
მზიური გარდენსის მშენებლობის ხარისხი უმაღლესია. თბოსაიზოლაციო და ცეცხლგამძლე მასალები დიდი დაკვირვებით შეირჩა. ბრიტანული ინვესტორი კომპანიის, MRMU INTERNALIONAL-ის მაღალკვალიფიციურობა და სანდოობა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს მშენებლობის შესრულებაზე. დამსვენებელსა და მაცხოვრებელს არ შეაწუხებს ზღვისპირა ნესტი და ხმაური. როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი პრემიუმ კლასის მასალებით იქნება მოპირკეთებული, აპარტამენტები დასრულებული რემონტით, ტექნიკით და ავეჯით ჩაბარდება. დაპროექტებისას გავითვალისწინეთ ასევე პანორამული ხედების მნიშვნელობა და შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა აპარტამენტიდან იშლება ზღვის ხედი.
M: რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით?
ამ პროექტს პირველ რიგში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო CROWNE PLAZA შემოდის და მიმდინარეობს ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა. ქართველ დამსვენებლებს ექნებათ იმის შესაძლებლობა რომ მიიღონ საერთაშორისო დონის მომსახურება და განიტვირთონ უსასრულოდ. სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი როგორც შიდა ასევე შემომყვან ტურიზმის განვითარებაზე იზრუნებს. ინფრასტრუქტურული მნიშვნელობა აქვს გამაჯანსაღებელ და სამედიცინო მიმართულებასაც. ამის გარდა, დაასაქმებს ადგილობრივ 200-მდე ადამიანს და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
წყარო: https://www.marketer.ge/about-mziuri-gardens-batumi/