en ru
მზიური გარდენსმა სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ბროკერებს უმასპინძლა
მზიური გარდენსმა სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ბროკერებს უმასპინძლა

30 მაისი, 2022

20-22 მაისს ExpoGeorgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების პირველი საერთაშორისო კვირეული - Real Estate Week REW გაიმართა, რომელსაც თანაორგანიზებას, Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია, FIABCI-Georgia და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია (GNARE) უწევდა.

გამოფენამ ერთ სივრცეში შეკრიბა სექტორის მთავარი მოთამაშეები: ინვესტორები, დეველოპერები,  ბროკერები და საკონსულტაციო კომპანიები.

მზიური გარდენსი როგორც უნიკალური საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე, გამოფენაზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი. გამოფენა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაგვეცნო ჩვენი პროექტი როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი კოლეგებისთვის, ბროკერებისთვის, ვიზიტორებისთვის  და დაგვემყარებინა ახალი საინტერესო კონტაქტები.

გამოფენის დასრულების შემდეგ აჭარაში, მზიური გარდენსის საცხოვრებელ კომლექსში ვუმასპინძლეთ პოლონეთის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ისრაელის, უკრაინის, ემირატების (დუბაი), ყაზახეთის, მოლდოვეთის, სერბეთის წამყვან ბროკერებს და  ევროპის ბროკერების ასოციაციის ხელმძღვანელს, რომლებმაც პირადად დაათვალიერეს კომპლექსი, გაეცნენ პრეზენტაციას და მიიღეს დეტალური ინფორმაცია მზიური გარდენსის შესახებ.

მსგავსი ტიპის გამოფენები და შეხვედრები ხელს უწყობს ბაზრების კიდევ უფრო გაფართოებას და ჩვენი პროდუქტების მსოფლიო მასშტაბით გაცნობას.

მზიური გარდენსი უნიკალური პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელსაც ბრიტანული კომპანია MRMU International ახორციელებს.

კომლექსი ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს და აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-ას და ბალნეოკურორტს.

მზიური გარდენსის საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის. 

წყარო: https://bit.ly/3x1mhttps://bit.ly/3x1m301301

გაყიდვების ოფისები:
  • თამარ მეფის გამზირი 14, ბათუმი (გაყიდვების ოფისი და პროექტის მდებარეობა) ბესიკის ქ.4 , თბილისი ( ბესიკის ბიზნეს ცენტრი) 5 Professor Avraham Pzurnik Street, Nes Ziona, ისრაელი
  •  
  • +995 593 75 50 50
  • +972506386887 ( ისრაელი )
  • +972545835544 ( ისრაელი )
  • +995 593 76 50 50
  • +995 593 75 50 50
  • back to up
    created

    We use cookies. Read the legal stuff (no recipes included).

    Okay