20 ივნისი, 2022
"მზიური გარდენსი“ საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, 5*-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-სა და ბალნეოკურორტს.
უნდა აღინიშნოს, რომ "მზიური გარდენსი" -ის ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსი პირველი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში, რომელსაც საინვესტიციო და უძრავი ქონების სექტორში ლიდერი კომპანია MRMU International ახორციელებს.
პროექტის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა, აპარტამენტებთან ერთად სასტუმრო Crowne Plaza-ს არსებობა და აჭარაში პირველი ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენის იდეა არის სწორედ ის რაც „მზიური გარდენსს“ გამოარჩევს.
პროექტზე უფრო მეტის გასაგებად, კომპანიის კომერციულ დირექტორს, თეონა გიორგაძეს ვესაუბრეთ.
- პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა, რომელიც როგორც კომპლექსის მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ბალნეოლოგიურ კურორტზე საუბრისას მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მახინჯაურში არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს, ადგილობრივი მოსახლეობა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
უნიკალური მიკროკლიმატის, თერმული და მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები ათწლეულების წინ აღმოაჩინეს და სამეცნიერო დონეზე შეისწავლეს. გოგირდოვანი წყლების გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენება კი 1880 წლიდან იწყება.
"მზიური გარდენსი" 12,000 კვ.მ ზეა განთავსებული და მოიცავს ორ 15-სართულიან და ერთ 17-სართულიან შენობას, რომელთაგან ერთ-ერთში 5*-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელი CROWNE PLAZA განთავსდება.
"მზიური გარდენსის" მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპა და ფიტნეს ცენტრით, ჯაკუზი, მასაჟის ოთახი, საუნა და სავარჯიშო დარბაზი ხელმისაწვდომი იქნება Crowne Plaza-ს სტუმრებისთვის და აპარტამენტების მფლობელებისთვის.
კეთილმოწყობილი ეზო სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის, სკვერი, სათამაშო მოედანი, სტადიონი, ქართულ - ევროპული რესტორანი, კეთილმოწყობილი იზოლირებული სანაპირო ზოლი, სადაც გადასვლას კომპლექსის მაცხოვრებლები სპეციალურად მოწყობილი ხიდის და ლიფტის საშუალებით შეძლებენ.
ჩვენი მიზანია „მზიური გარდენსის“ მაცხოვრებლებს შევუქმნათ ყველა პირობა ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის.
მზიური გარდენსის გუნდი შედგება ადამიანებისგან რომლებსაც შესწევთ ძალა და უნარი შექმნან წარმატებული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.
კომპანიის დამფუძნებელია ზურაბ ნასყიდაშვილი, რომელიც 20 წელზე მეტია მოღვაწეობს სტუმართმასპინძლობის და სამშენებლო სექტორში. ზურაბი აქტიურად მუშაობდა კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. მის სახელს უკავშირდება არარაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი. ამჟამად ხელმძღვანელობს MRMU International -ის საინვესტიციო პროექტებს თბილისში და აჭარაში.
პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სამივე ბლოკის მშენებლობა და დაწყებულია შიდა სარემონტო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით.
ჩვენი მიზანია აჭარა, კონრეტულად კი მახინჯაური, ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებლ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
"მზიური გარდენსი" უნიკალური ადგილია, საინვესტიციო და საცხოვრებელი პირობებით, რეგიონის უძველესი ისტორიით, თერმული წყლებით და მიკროკლიმატით, ზღვის და მთის ჰაერის ნაზავით.
გამორჩეული ლოკაციის წყალობით „მზიური გარდენსის“ აპარტამენტებიდან ზღვის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.
ყველაფერი ეს კი ქმნის იდეალურ გარემოს ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისთვის.
წყარო: shorturl.at/qyT01