en ru
რას ნახავთ მზიური გარდენსიდან რამდენიმე კილომეტრში
რას ნახავთ მზიური გარდენსიდან რამდენიმე კილომეტრში

8 აგვისტო, 2022

მზიური გარდენსი, პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, სადაც ზღვის და მთის ჰაერი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის საოცრად ჰარმონიულ და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.  

მზიური გარდენსის უნიკალურობა მის გამორჩეულ მდებარეობაშია, გთავაზობთ ადგილებს რომელიც მზიური გარდენსიდან რამდენიმე კილომეტრშია განთავსებული და რომელთა ნახვაც გაცილებით სასიამოვნოს გახდის თქვენს დასვენებას.

ბოტანიკური ბაღი და მწვანე კონცხი: ბოტანიკურ ბაღი, მზიური გარდენსიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში, ბათუმიდან კი 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდენარეობს და გამოირჩევა სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი 100 წელზე მეტს ითვლის და მისი პირველ აღმომჩენი მეჩესლავ დ,ალფონსია, რომელსაც ჩაქვთან ახლოს საკუთარი ბაღი ჰქონია და ამიერკავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე მცენარეთა ინტროდუქციის ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღია, რომელიც 111 ჰექტარზეა გაშენებულია და დაარსებულია 1912 წელს. ბაღში შედის კოლხეთის ტყის ნაკრძალი და მრავალი განსხვავებული ფლორისტული ლანდშაპი.

მწვანე კონცხი უნიკალური პირველ რიგში სწორედ მისი ლანდშაფტის გამოა. მსოფლიოში უამრავი არაჩვეულებრივი ბოტანიკური ბაღია, უფრო მრავალფეროვანიც, უფრო მდიდრულიც… მაგრამ მწვანე კონცხის ლანდშაფტი, მისი ხედები, ბუნებრივი ნაკადულები, ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული რელიეფი ხდის მას განსაკუთრებულად მიმზიდველს და საინტერესოს.

გონიოს ციხე: გონიო-აფსაროსის ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ აგებული ციხე, სტრატეგიული მდებარეობის გამო ჯერ ბიზანტიელების გასამაგრებელ ადგილს წარმოადგენდა მოგვიანებით კი ოსმალეთის იმპერიის.

ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც ინახება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მდიდარი და მრავალფეროვანი ნივთიერი მასალა.

გონიოს ციხე მზიური გარდენსიდან 18 კილომეტრში მდებარეობს.

ნურის ტბა: მდებარეობს ქალაქ ბათუმში, მზიური გარდენსიდან 9 კილომეტრში. ნურის ტბის სანაპირო ზოლზე გაშენებულია 6 მაისის სახელობის პარკი იგივე ,,ბათუმის ცენტრალური პარკი“, რომელიც საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის და გართობისთვის. პარკში არის ბავშვთა გასართობი სივრცეები და მცირე ზოოპარკი. 

ბათუმის დელფინარიუმი: ბათუმის დელფინარიუმი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. 20 წლიანი პაუზის შემდეგ, 2011 წლის 6 მაისს კვლავ გაიხსნა.

დელფინარიუმი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით,  რომელიც ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში განთავსები ყველა უახლეს მოთხოვნას ითვალისწინებს.

დელფინარიუმი ბათუმის სტუმართა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია  სადაც დელფინების შოუ ნებისმიერ ამინდში, კვირაში 6 დღის განმავლობაში იმართება. 

დელფინარიუმში მზიური გარდენსიდან სულ რაღაც 15 წუთში მოხვდებით.

ბათუმის პიაცა: ეს არის მოედანი კაფე-ბარებითა და რესტორნებით რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკის მქონე მოედანია და ბათუმელების და მისი სტუმრების თავშეყრის საყვარელი ადგილია. იგი 5700 კვადრატულ მეტრზეა აშენებული და გამორჩეულია, როგორც თავისი მოხატულობით, ისე მოზაიკისა და ვიტრაჟის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებით. 

მოზაიკა შეიქმნა 2010 წელს ნატალი დე პიტა-ამირეჯიბის ორიგინალური ესკიზის მიხედვით რომელიც დამზადდა აბუ-დაბიში და შემდეგ გადმოტანილი იქნა ბათუმში. 

მოზაიკის კონცეფციაა ზღვის სტიქიის მარადიული მოძრაობის და თანამედროვე საქალაქო სივრცის განუწყვეტელი განვითარების შერწყმაა.

ბათუმის პიაცაზე მოხვედრას მზიური გარდენსიდან სულ რაღაც 12 წუთში შეძლებთ.

 კოლონადები: ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა რომელიც 80 წელია ბათუმის ბულვარს ამშვენებს. იდეის ავტორი ბათუმელი ექიმი ივანე მჭედლიძეა, რომელმაც პროექტი 1933-1934 წლებში პროფესიული მივლინებით იტალიაში ყოფნისას ქ. სორენტოდან ჩამოიტანა.

1934 წლიდან მოყოლებული ბულვარის კოლონადები ბათუმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

ალი და ნინოს ქანდაკება: მოძრავი სკულპტურული კომპოზიცია.

8 მეტრი სიმაღლის ქალისა და კაცის, ალისა და ნინოს გამჭვირვალე ლითონისაგან დამზადებული ფიგურები, ნელნელა მოძრაობენ ერთმანეთის შესახვედრად, თანდათანობით კი ერთ მთლიანობად იქცევიან. ეს პროცესი ყოველ 10 წუთში მეორდება.

ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია.

ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან "ალი და ნინოს" სახელს ატარებს. „ალი და ნინო“ - ს ქანდაკება შეიქმნა 2010 წელს და იგი წარმოადგენს სიყვარულის სიმბოლოს, მიუხედავად ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა.

ალი და ნინოს ქანდაკების სანახავად მზიური გარდენსიდან 11 წუთი დაგჭირდებათ

ბათუმის პანორამული ბორბალი: ბათუმის ბულვარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი და ღირშესანიშნავი ადგილია. 55 მეტრი სიმაღლის პანორამული ბორბალი არის საუკეთესო საშუალება საშუალება ბათუმის ულამაზესი ხედებისა და შენობების დასათვალიერებლად.

ბორბალის ერთი წრის გაკეთების ხანგრძლივობა 10 წუთია. იგი 240 ადამიანზეა გათვლილი.

ანბანის კოშკი და რესტორანი ატმოსფერო: 130 მეტრი სიმაღლის, ქართული ანბანის 33 ასოიანი კოშკი, დნმ-ის უჯრედის სტრუქტურული მოდელის ანალოგია, იგი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი სუკეთესო თანამედროვე არქიტექტურული შენობაა.

კოშკის წვერში მოწყობილია მბრუნავი პანორამული რესტორანი ატმოსფერო, რომელიც სტუმრებს უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძების დაგემოვნების და  ბათუმის ხედების დათვალიერების საშუალებას აძლევს.

რესტორანი 1 საათის განმავლობაში 360 გრადუსით ბრუნავს. 

ბათუმის ბულვარი: ბულვარი ქალაქის ისტორიულ ნაწილში სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარეობს და  მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს.

ბათუმის ბულვარი ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ადგილია. ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს, მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო 1987 წლიდან კი ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს.

ბულვარის ისტორია ბათუმის ისტორიის, ქალაქური ცხოვრებისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

ბათუმის ბულვარში მოსახვედრად მზიური გარდენსიდან სულ რაღაც 11 წუთი დაგჭირდებათ.

მზიური გარდენსი - იდეალური გარემო ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისთვის

გაყიდვების ოფისები:
  • თამარ მეფის გამზირი 14, ბათუმი (გაყიდვების ოფისი და პროექტის მდებარეობა) ბესიკის ქ.4 , თბილისი ( ბესიკის ბიზნეს ცენტრი) 5 Professor Avraham Pzurnik Street, Nes Ziona, ისრაელი
  •  
  • +995 593 75 50 50
  • +972506386887 ( ისრაელი )
  • +972545835544 ( ისრაელი )
  • +995 593 76 50 50
  • +995 593 75 50 50
  • back to up
    created

    We use cookies. Read the legal stuff (no recipes included).

    Okay