12 ოქტომბერი, 2022
აჭარა გამორჩეული ტურისტული რეგიონია საქართველოში, ბათუმი კი ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილია მთელი შავი ზღვის მხარეში, რომელსაც მხოლოდ 2021 წელს 700 000 უცხოელი ვიზიტორი ეწვია.
ტურისტების მატებასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და ამ მხრივ აპარტოტელების მიმართულება გახდა ყველაზე მიმზიდველი. ბათუმის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, აჭარის გამორჩეულ, მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა მხარეში მახინჯაურში ვითარდება პროექტი, რომელიც გამოირჩევა მისი კონცეფციით და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით, ზღვისა და მთის ჰაერის თანაბრად სუნთქვის ბედნიერებით და ცხოვრების გამორჩეული სტილით რომელსაც მზიური გარდენსი სთავაზობს თავის მაცხოვრებლებს. ტერიტორია რომელიც 15.000 კვ.მ ზე გაშლილი აერთიანებს პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, 5*-იან საერთაშორისო სასტუმროების ქსელ CROWNE PLAZA-სა და ბალნეოკურორტს.
უფრო მეტს მზიური გარდენსის შესახებ თეონა გიორგაძე, პროექტის კომერციული დირექტორი გვიამბობს:
ინვესტიცია და მისგან მიღებული სარგებელი:
მზიური გარდენსის ზღვისპირა საცხოვრებელი და საინვესტიციო კომპლექსი პირველი ბრიტანული ინვესტიციაა აჭარაში რომელსაც საინვესტიციო და უძრავი ქონების სექტორში ლიდერი კომპანია MRMU International ახორციელებს.
ინვესტირება უძრავ ქონებაში შემოსავლის მიღების ერთ-ერთი ყველაზე საიმედო საშუალებაა. სწორად შერჩეულ ობიექტს წლების განმავლობაში მოაქვს არამხოლოდ რეალური შემოსავალი მისი მესაკუთრისთვის, არამედ დროთა განმავლობაში ზრდის მატერიალურ ღირებულებას. სწორად ასეთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო ღირებულების მატარებელია მზიური გარდენსი.
ამ ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის კომპლექსში 5 **** -იანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Crowne Plaza -ას არსებობა. Crowne Plaza მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების ქსელ Inter Continental Hotels Group-ი (IHG) ნაწილია. ევროპაში IHG-ის პორტფოლიოს ბრენდების 600 სასტუმროა წარმოდგენილი, რომელთა შორისაცაა InterContinental Hotels & Resorts-ი, Holiday Inn-იდა Holiday Inn Express-ი.
პროექტის შესახებ:
მზიური გარდენსი 15000 კვ,მ -ზეა განთავსებული და მოიცავს ორ 15-სართულიან და ერთ 17 სართულიან შენობას რომელიც პრემიუმ კლასის 581 აპარტამენტისგან შედგება და ყველა ბინიდან ზღვის და მთის პანორამული ხედები იშლება.
კომპლექსის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ კონსიერჟის მომსახურებით, სათამაშო და სპორტული მოედნებით, საბავშო გასართობი, ინფრასტრუქტურით, ქართულ - ევროპული რესტორნით და სპეციალური ხიდით, რომლითაც მარტივად შეძლებენ იზოლირებულ და კეთილმოწყობილ სანაპიროზე გადასვლას. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია სამივე ბლოკის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც უმაღლესი ხარისხის მასალებითა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს შიდა სარემონტო პროცესები, აპარტამენტები ბარდება დასრულებული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით.
აღსანიშნავია რომ მზიური გარდენსის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მოიცავს სარეკრეაციო სივრცეს, რომელიც მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული რაც იძლევა მთით და ზღვით ერთდოულად ტკბობის საშალებას.
ბალნეოლოგიური კურორტი:
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი მოეწყობა.
მახინჯაური ზღვისპირა კლიმატურ, ბალნეოლოგიური კურორტია, მასზე საუბრისას მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ იქ არსებულ მიკროკლიმატს და სუბთერმულ-მინერალურ წყალს, ადგილობრივი მოსახლეობა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყენებდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მახინჯაურის თერმული წყაროების გამოსავალი, ულამაზეს მდინარე საკალმახეს ხეობაშია, რომლის ლანდშაფტი და მცენარეული საფარი თავისთავად გამაჯანსაღებლად მოქმედებს ადამიანზე და ამიტომაც სტუმრობდნენ მას წელიწადის ოთხივე დროს.
საერთაშორისო სტანდარტების მქონე ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ცენტრით სარგებლობა როგორც „მზიური გარდენსის“ მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, აჭარა, კონრეტულად კი მახინჯაური კვლავ ვაქციოთ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებლ ლოკაციად და ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმით და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მზიური გარდენსი გამორჩეული ლოკაციის წყალობით, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით შექმნილი მიკროკლიმატით და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურით ქმნის იდეალურ გარემოს ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისთვის.