მზიური დეველოპმენტი ქართულ ბრიტანული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა და აჭარაში ორ მსხვილ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტს ავითარებს.
კომპანიის პორტფელშია ისეთი პროექტები რომლებიც არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ რეგიონის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის ზრდას აჭარის რეგიონში.
კომპანია ქართულ ბაზარზე ამკვიდრებს მშენებლობის უმაღლეს სტანდარტს, სწორედ ეს აძლევს მას ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და მომხმარებლის ნდობას.
სამშენებლო სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის, ასევე, დეველოპერულ სექტორში კომპანიის მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად მიიღწევა ის წარმატებული პროექტები რომლებიც დღეს კომპანიის პორტფელშია.