,,მზიური გარდენსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ორი სართული (-1 და -2) დაეთმობა პარკინგს. გარდა ამისა, ეზოს პერიმეტრზე მოეწყობა მცირე მასშტაბის ღია საპარკინგე სივრცე. ავტოსადგომების მოწყობის დროს სრულად იქნება დაცული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. ჩვენს მულტიფუნქციურ კომპლექსში ყველაზე მწვანე ტრანსპორტისთვის, ველოსიპედებისთვისაც იქნება გამოყოფილი სპეციალური სადგომები.