მზიური გარდენსი უნიკალური პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.
MRMU International ქართულ-ბრიტანული ვენჩორული კაპიტალკომპანიაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციებს სტრატეგიულ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანიის პორტფელში ღირსეული ადგილი უკავია ისეთ უნიკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა მზიური გარდენსი.
მზიური გარდენსში საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად 5*-ანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი CROWNE PLAZA განთავსდება.
პროექტი მოიცავს ორ 15-სართულიან და ერთ 17 სართულიან შენობას.
მდებარეობა: შავი ზღვის სანაპიროს ვიწრო ზოლი, ქ. ბათუმიდან ჩრდილო-დასავლეთით 6 კმ-ის მანძილზე. სიმაღლე ზღვის დონიდან: 15-100 მ. მულტიფუნქციური კომპლექსის ტერიტორია 15 000 კვ.მ-ზე იქნება გაშენებული
მზიური გარდენსის საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკ ლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.
მზიური გარდენსის საცხოვრებელ კომპლექსში შემავალი 12,000 კვ. მეტრზე გადაჭიმული რეკრეაციული ზონა, მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავთან ერთად უნიკალურ მიკროკლიმატს და ხარისხიანი ცხოვრებისა და დასვენებისათვის იდეალურ გარემოს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ მზიური გარდენსი მახინჯაურში ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე, მრავალწლოვანი ფიჭვებისა და ენდემური ნარგავების შუაგულშია მოთავსებული.
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,მზიური გარდენსი" კურორტ მახინჯაურში, ბათუმის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრში, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე მეტრში და ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ვიზიტირებად და მწვანე ადგილ ბოტანიკური ბაღიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში მდებარეობს. ცნობილია რომ მახინჯაურში არსებული მინერალური წყლებისა და კლიმატური პირობების წყალობით XX საუკუნის დასაწყისიდან მახინჯაურს აქტიურად იყენებენ, როგორც კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტს.
გამორჩეული ლოკაციის წყალობით ,,მზიური გარდენსის" მულტიფუნქიური საცხოვრებლის ყველა ფანჯრიდან ზღვის და მთის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
მზიური გარდენსის მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლობ სასტუმროს Crowne Plaza-ს 5* -იანი სერვისებით, რომელიც ყველანაირ პირობას ქმნის აქტიური დასვენებისა, თუ რელაქსაციისთვის.
მზიური გარდენსი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. სახანძრო უსაფრთხოების ნორმები სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებს განსაზღვრავს. უსაფრთხოების დაცვა კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე ასევე მოხდება 24/7 ვიდეო კონტროლისა და ცოცხალი დაცვის საშუალებით.
,,მზიური გარდენსში" ბინის შეძენით თქვენ არა მხოლოდ მყუდრო და ხარისხიან საცხოვრებელს იძენთ, არამედ გონივრულად ახდენთ ფულის ინვესტირებას. ბათუმი, როგორც შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული დანიშნულების ადგილი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს მასპინძლობს. შესაბამისად ბინის გაქირავება სოლიდური შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს. წლიური საშუალო დატვირთულობა 60-70 %-ს აღწევს, რაც შესაძლებლობას მოგცემთ ინვესტირებული თანხები 3-დან 5 წლამდე ვადაში დაიბრუნოთ უკან. სურვილის შემთხვევაში მზად ვართ ბინის გაქირავება ჩვენი მობინადრეებისთვის ჩვენს თავზე ავიღოთ.
შენობის ფასადი დამუშავებული იქნება სპეციალური თბო და ჰიდრო საიზოლაციო მასალით, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს ენერგოეფექტურობას, ხოლო მეორეს მხრივ იცავს ფასადს წყლის შეღწევისგან და შესაბამისად ნესტის დაგროვებისგან. ასევე, მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება სპეციალური ენერგო-ეფექტური ბლოკი, რომელიც ამასთანავე ახდენს ხმის იზოლაციას.
,,მზიური გარდენსში" ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული საცხოვრებელ კომპლექსის ტერიტორიაზე უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნისათვის.
სახანძრო უსაფრთხოების ნორმები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რომელიც შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებს განსაზღვრავს.
,,მზიურის გარდენსის" კომპლექსში განთავსებული იქნება ხანძრის მართვის ოთახი, საიდანაც მოხდება უსაფრთხოების ყველა ღონისძების გატარება და კონტროლი. ამასთანავე ყველა სართულის აღჭურვა მოხდება კვამლის დეტექტორებით.
შენობის ძირითად ნაწილებში იატაკებისა და კედლების მოწყობა ცეცხლგამძლე მასალებით მოხდება.
,,მზიური გარდენსის" კომპლექსში შემავალ თითოეულ ბლოკში დამონტაჟებული იქნება ორ-ორი სახანძრო დანიშნულების ლიფტი.
,,მზიური გარდენსის" კომპლექსში შემავალ თითოეულ ბლოკში ასევე მოეწყობა ორ-ორი სახანძრო კიბის უჯრედი, რომელიც ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალებითა და კარებით იქნება აღჭურვილი.
,,მზიური გარდენისის" მულტიფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა ასევე მოხდება 24/7 ვიდეო კონტროლისა და ცოცხალი დაცვის საშუალებით.
კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სპა და ფიტნეს ცენტრი გაჯანსაღებისა თუ რელაქსაციისთვის იდეალურ გარემოს გპირდებათ, სადაც შედის ჯაკუზი, მასაჟის ოთახი, საუნა და სავარჯიშო დარბაზი. ასევე, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია და დახურული აუზები.
,,მზიური გარდენსის" უზარმაზარი ეზო ჰამაკებით, პუფებით, ბალიშებითა და რბილი ავეჯით იქნება კეთილმოწყობილი, რაც იდეალური ადგილი იქნება განტვირთვისთვის და მეზობლებთან სოციალიზაციისთვის. ასევე, ეზოს ტერიტორიაზე მოეწყობა კალათბურთის მოედანი, საზაფხულო ამფითეატრი, დამონტაჟდება საცოცი კედელი, დაიდგმება გიგანტური ჭადრაკის დაფა.
,,მზიური გარდენსის კომპლექსი" ზღვიდან სულ რამდენიმე ნაბიჯითაა დაშორებული. ,,მზიური გარდენსის" მაცხოვრებლები სანაპიროზე პირდაპირ გადასვლას სპეციალურად მოწყობილი ხიდის და ლიფტის მეშვეობით შეძლებენ, სადაც მათ დახვდებათ შეზლონგებით, ზღვის ქოლგებით, კაფე-ბარებით კეთილმოწყობილი სანაპირო. წყლის აქტივობების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი იქნება სკუტერები, ბანანები, წყლის ველოსიპედები.
,,მზიური გარდენსში" განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვებზე ზრუნვას ვუთმობთ. ამიტომაც, კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. წვიმიან ამინდებში კი ბავშვები გართობას მათთვის სპეციალურად მოწყობილ დახურულ სათამაშო ოთახში შეძლებენ.
გურმანებისთვის ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსი ნამდვილი სამოთხე იქნება. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება 4 სხვადასხვა ტიპის რესტორანი, სადაც ქართული, ჩინური, იაპონური, ევროპული და ამერიკული სამზარეულოს დაგემოვნებას შეძლებთ. ასევე, ჩვენი ლაუნჯები და ბარები გაგანებივრებენ ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანით.
დასვენებასთან ერთად, კომპლექსში საქმიანი შეხვედრებისთვის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. კერძოდ, კი მოეწყობა როგორც შიდა, დახურული საკონფერენციო დარბაზი, ასევე ეზოში გამოიყოფა სივრცე შეხვედრებისთვის.
,,მზიური გარდენსის" მაცხოვრებლებისათვის მოეწყობა ლობი, სადაც მათ კომფორტულ გარემოში საქმიანი შეხვედრების გამართვის თუ უბრალოდ დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. აქვე იფუნქციონირებს ლობი ბარი, რომელიც ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ.
,,მზიური გარდენსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ორი სართული (-1 და -2) პარკინგს დაეთმობა. გარდა ამისა, ეზოს პერიმეტრზე მოხდება მცირე მასშტაბის ღია საპარკინგე სივრცის მოწყობა. ავტოსადგომების მოწყობის დროს სრულად იქნება დაცული მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები. ჩვენს მულტიფუნქციურ კომპლექსში ყველაზე მწვანე ტრანსპორტისთვის, ველოსიპედებისთვისაც იქნება გამოყოფილი სპეციალური სადგომები.
,,მზიური გარდენისის“ მაცხოვრებელთათვის ადგილზე მოეწყობა ავტოსამრეცხაო.
იმისათვის, რომ ლიფტის რიგში არ მოგიწიოთ დგომა, ,,მზიური გარდენსის“ კომპლექსში შემავალი თითოეულ ბლოკში დამონტაჟებული იქნება ოთხი ლიფტი, რომელიც თქვენს სწრაფ და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
,,მზიური გარდენსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ყველა სართულზე ცალკე ოთახები იქნება გამოყოფილი ტექნიკური მოწყობილობებისთვის.
წვიამიან ამინდში დროის მხიარულად გასატარებლად კომპლექსის ტერიტორიაზე შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი, ან სულაც მეგობრებთან ერთად კარაოკე იმღეროთ. სამაგიდო თამაშების ( ნარდი, ჭადრაკი, დომინო, ბანქო) მოყვარულთათვისაც ცალკე იქნება გამოყოფილი ოთახი.
,,მზიური გარდენსის" მაცხოვრებლებს მოემსახურება კონსიერჟი, რომელიც მობინადრეებს ყველა მათთვის საჭირო სერვისს შესთავაზებს.
თუკი ,,მზიური გარდენსში“ ბინის შეძენას საინვესტიციო მიზნით გეგმავთ და გსურთ მომავალში მისი გაქირავება, ამაში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ. სურვილის შემთხვევაში მზად ვართ გაქირავებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი ჩვენს თავზე ავიღოთ.
ჩვენი მაცხოვრებლების კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, ,,მზიური გარდენსიდან" ბათუმისა და სპა & გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმართულებით რეგულარულად იმოძრავებს ელექტრო ავტობუსი.
,,მზიური გარდენსში" საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ ძიძის სერვისით.
იმისათვის, რომ მშობლების დასვენებას და განტვირთვას ხელი შევუწყოთ, ადგილზე ბავშვების გამხიარულებაზე ანიმატორები იზრუნებენ.
დასვენება, გართობასთან ერთად ,,მზიური გარდენსში“ გაუთვალისწინებელ შემთხვევებზეც ვზრუნავთ. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებული იქნება ექიმ-თერაპევტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე გასწევს პირველად დახმარებას.
,,მზიური გარდენსის“ საცხოვრებელ კომპლექსში შემავალ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და მწვანე საფარს, რა თქმა უნდა, შენარჩუნება და რუდუნებით მოვლა-პატრონობა სჭირდება, რაზეც ჩვენი პროფესიონალი გუნდი იზრუნებს.
კომპლექსიდან გაუსვლელად ჩვენი მაცხოვრებლები ასევე შეძლებენ ისარგებლონ სილამაზის სალონით, ქიმწმენდის მომსახურებით. ადგილზე, ასევე იფუნქციონირებს სუვენირების მაღაზია და ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ბანკომატები, ასევე ჩასარიცხი აპარატები.